ბირთვული ცდების ჩასატარებელ პოლიგონს ჩრდილოეთ კორეა მაისში დახურავს
ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ცდების ჩასატარებელ პოლიგონს მაისში დახურავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს.
ამასთან ერთად, სეულში განაცხადეს, რომ ფხენიანი შეიცვლის საათობრივ სარტყელს და ორ კორეაში დრო ერთმანეთს დაემთხვევა.
ეს განცხადებები სამხრეთ კორეის ლიდერმა 27 აპრილს გამართული ისტორიული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მუნ ჯე ინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ. მოლაპარაკებების შემდეგ, ორი კორეის ლიდერი სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდა.