ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2018 წელს გარდაიცვალნენ
ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2018 წელს გარდაიცვალნენ

2018 წელი კაცობრიობას არაერთი მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენით, ახალი წიგნებით, ფილმებითა და ინოვაციური იდეებით დაამახსოვრდება. თუმცა ისევე, როგორც ყოველ წელს, 2018-შიც კაცობრიობამ უამრავი მნიშვნელოვანი ფიგურა დაკარგა, მათ შორის ხელოვანები და პოლიტიკოსები.

სტივენ ჰოკინგი

 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი, ბრიტანელი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, კემბრიჯში გარდაიცვალა. მძიმე სენმა ჰოკინგს ხელი ვერ შეუშალა, დიდი წვლილი შეეტანა მეცნიერების განვითარებაში. მან კაცობრიობას სამყაროს შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნა დაუტოვა. პროფესორმა, რომელიც ამიოტროფული სკლეროზის გამო, პარალიზებული იყო და სინთეზატორის გამოყენებით საუბრობდა, სამყაროს წარმოშობის რთული საკითხები შეისწავლა. კერძოდ, სამყაროს წარმოშობისა და შავი ხვრელების თეორია. სტივენ ჰოკინგის ნაშრომები მთელ მსოფლიში ბესტსელერებად იქცა.

არეტა ფრანკლინი

 

„სოულის დედოფალი“ აგვისტოში დეტროიტში გარდაიცვალა. მას ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო და გამორჩეული ხმა ჰქონდა. არეტა ფრანკლინის სახით სამყარომ ჩვენი დროის საუკეთესო ვოკალისტი დაკარგა.
თუმცა, ის მსოფლიოს ისტორიაში შევა არა მხოლოდ როგორც მომღერალი, არამედ აფროამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლიც.

შარლ ანზნავური

​2018 წელს 94 წლის ასაკში კიდევ ერთი პოპულარული მომღერალი გარდაიცვალა. შარლ აზნავურს დღემდე მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. 1998 წელს, ჟურნალ Time-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აზნავური XX საუკუნის ესტრადის საუკეთესო შემსრულებლად დაასახლეს. შარლ აზნავური წარმოშობით სომეხი იყო და ის ყოველთვის ეხმარებოდა სამშობლოს. სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ აზნავურმა დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდი შექმნა და ათასობით ადამიანს დაეხმარა.
შარლ აზნავურმა 2000-იან წლებში მიიღო სომხეთის მოქალაქეობა, იყო ამ ქვეყნის ელჩი შვეიცარიაში და გაერო-ში მუდმივი წარმომადგენელიც.

მონსერატ კაბალიე

ესპანელი სოპრანო 85 წლის ასაკში, ბარსელონას საავადმყოფოში, გარდაიცვალა. კაბალიეს კარეირა 50 წელს ითვლის. მონსერატ კაბალიე ბარსელონაში დაიბადა და 7 წლის ასაკში მიიქცია ყურადღება. ის შესანიშნავად ასრულებდა ბახის კონტატებს. 9 წლის ასაკში კი, ბარსელონას საოპერო თეატრთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში მიიღეს. მონსერატ კაბალიემ მსოფლიო პოპულარობა ხმის სილამაზითა და როლების დრამატული შესრულებით მოიპოვა. თაყვანისმცემლები მას La Superbas-ს უწოდებდნენ/

ჯორჯ ბუში უფროსი


30 ნოემბერს ჰიუსტონში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი.
რესპუბლიკელი პოლიტიკოსი აშშ-ის ლიდერის პოსტს ერთი ვადით, 1989-1993 წლებში იკავებდა. შემდეგ კი, დემოკრატ ბილ კლინტონთან დამარცხდა. თუმცა, სწორედ ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობის პერიოდში დაიშალა საბჭოთა კავშირი, ხოლო სპარსეთის ყურეში ომი დაიწყო.

ონ მაკკეინი


აგვიტოსში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა გავლენიანი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი. მაკკეინი არიზონაში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ის სიცოცხლის ბოლო წლებში თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე კი, უარი თქვა. ჯონ მაკკეინის პოლიტიკურ კარიერას წინ უძღოდა მისი ტყვეობა ვიეტნამში, საიდანაც სრულიად გაჭაღარავებული დაბრუნდა.
მაკკეინის კარიერა 60 წელს ითვლის. იგი იყო არიზონას სენატორი და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატიც.
სენატორი მაკკეინი მუდამ მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთს და არაერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს.

კოფი ანანი


აგვისტოში ჟენევაში გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი გარდაიცვალა.
ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 10 წელი ხელმძღვანელობდა. 2001 წელს მან ნობელის პრემია მიიღო. კოფი ანანი გაერო-ს სათავეში 1997 წელს ჩაუდგა, როდესაც ეს ორგანიზაცია ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. ანანმა კრიზის დაძლევაც თანამშრომლების შემცირებით მოახერხა. გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კოფი ანანი აქტიურად იბრძოდა სიღარიბის დაძლევისთვის და შიდსის გავრცელების წინააღმდეგ.

მილოშ ფორმანი

აპრილში მსოფლიომ უკანასკნელ გზაზე გააცილა ორი „ოსკარის“ მფლობელი, ჩეხი რეჟისორი მილოშ ფორმანი. მისმა ყველაზე ცნობილმა ნამუშევარმა „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, ამერიკული კინოაკადემიის 5 ჯილდო მიიღო. ფორმანს მსოფლიო აღიარება მოუტანა კინოფილმებმა: „ამადეუსი“, „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“ და სხვ.

დოლორეს ორიორდანი


იანვარში ლონდონში, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა ირლანდიური როკ ჯგუფ Cranberries-ის სოლისტი დოლორეს ორიოდანი. მომღერალმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა Cranberries-ის ცნობილი სიმღერით Zombie, რომელიც წლების მანძილზე ლიდერობდა ავსტრალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიისა და სხვა ქვეყნების მუსიკალურ ჩარტებში.