ცაგერში, ორბელისა და ლაილაშის თემებში არსებულ 12 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე, ადგილობრივებს „პისიარ“-ტესტირება უტარდებათ
ცაგერში, ორბელისა და ლაილაშის თემებში არსებულ 12 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე, ადგილობრივებს „პისიარ“-ტესტირება უტარდებათ

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ორბელისა და ლაილაშის თემებში არსებულ 12 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე იმ მოქალაქეების ტესტირება დაიწყო, რომლებიც აღნიშნული სოფლების მიმართულებით გადაადგილდებიან ან პირიქით – სოფლებიდან რაიონული ცენტრის მიმართულებით.

ადგილზე მედიკოსები მოქალაქეებს „პისიარ“-ტესტების ნიმუშებს უღებენ.

უსაფრთხოების ზომები ცაგერის მუნიციპალიტეტში გართულებული ეპიდვითარების გამო გამკაცრდა. დღეს „კოვიდ-19“ შვიდ პირს დაუდატურდა და ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის მატარებელი მუნიციპალიტეტის 12 მკვიდრია.