ცაგერის მუნიციპალიტეტის სამი თემი დღეიდან ჩაიკეტება
ცაგერის მუნიციპალიტეტის სამი თემი დღეიდან ჩაიკეტება

ცაგერის მუნიციპალიტეტის სამი თემი დღეიდან ჩაიკეტება. ორბელის, ლაჯანას და ლაილაშის თემში შესვლა და გამოსვლა აიკრძალება.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ დაუდასტურა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო იქნა მიღებული.

ცაგერის მუნიციპალიტეტში 12 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.