ბუტრაგენიო - რეალში სოლარის მუშაობით ყველა კმაყოფილია
ბუტრაგენიო - რეალში სოლარის მუშაობით ყველა კმაყოფილია

„რეალის“ საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ დაადასტურა, რომ კლუბში  სანტიაგო სოლარის მუშაობით ყველა კმაყოფილია.

„მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო. ჩვენ ძალიან კმაკოფილები ვართ სოლარით. ის რთულ დროს მოვიდა გუნდში და კარგი შედეგების ჩვენება შეძლო. ბოლო შეხვედრა „სელტასთან“ ძალიან რთული გამოვიდა, რადგან ტრამვების გამო ბევრი დანაკლისი გვქონდა, მაგრამ რეალმა ხასიათი აჩვენა და შანსები გამოიყენა. ჩვენ გახარებულები ვართ. მუშაობა ასეთი სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ,“- ციტირებს AS ბუტრაგენიოს.