ბურკინა ფასოში სკოლის ავტობუსზე თავდასხმისას 14 ადამიანი დაიღუპა

00:23, 05.01.2020

ბურკინა ფასოში სკოლის ავტობუსზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მალის საზღვრის სიახლოვეს მოხდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, დაღუპულების უმეტესობა ბავშვია. ამ ეტაპზე, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ბურკინა ფასოში ბოლო ორ წელიწადში „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული დაჯგუფებების თავდასხმები გახშირდა. 24 დეკემბერს შეიარაღებულმა პირებმა 35 ქალი მოკლეს.

მსგავსი