ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გლდანში, ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული პაციენტი ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმის შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე.

„28 წლის პაციენტი ჩვენს კლინიკაში შემოყვანილია უგონო მდგომარეობაში და სასწრაფოდ მოხდა მისი მართვის სუნთქვაზე გადაყვანა. მდგომარეობა არის მძიმე. ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო კვლევები და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობით,” – განაცხადა ექიმმა.

გლდანში, მესამე მიკრო-რაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მოქალაქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოწამლულია მეორე ადამიანი, რომელიც კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.