გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

გლდანში, მესამე მიკრო-რაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

ნამწვის შედეგად მოწამლულია ასევე ორი ადამიანი. ერთ-ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მეორეს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მოქალაქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 1986 წელს დაბადებული მამაკაცი.