ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედების ცენტრში აცხადებენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის შეუსაბამო მუშაობის გამო მწარმოებელი კომპანიისგან განმარტებას ითხოვენ

01:22, 13.05.2019

„ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის“ სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის მწარმოებელ ბულგარულ კომპანიასთან და ითხოვენ განმარტებას რაკეტის ტექნიკურ სპეციფიკაციასთან შეუსაბამო მუშაობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შპს „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრიდან“ აცნობეს.

„მიზეზების დადგენამდე, მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს შპს „ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი“, – აცხადებენ ცენტრში.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა. სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარიდან გასროლილი ჭურვი ჯერ კიკილაშვილების სახლის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ოთახის ჭერი და იატაკი დააზიანა.

მსგავსი