ბუნდესლიგის ფეხბურთელები ანონიმურად გამოკითხეს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად - ჰარი კეინი მხოლოდ მე-7 ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker-ი ყოველწლიურად ატარებს ბუნდესლიგის ფეხბურთელების გამოკითხვას სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად.
ამჯერად, Kicker-მა ანონიმურად გამოკითხა 227 ფეხბურთელი. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი) – 51,1%
- გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი) – 7,5%
- ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი) – 6,2%
- სერუ გირასი (შტუტგარტი) – 5,3%
- დენიზ უნდავი (შტუტგარტი) – 4,4%
- ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) – 4,4%
- ჰარი კეინი (ბაიერნი) – 3,5%
- ჩავი სიმონსი (ლაიპციგი) – 1,8%
შეგახსენებთ, რომ ვირცი სეზონის მოთამაშე გახდა ბუნდესლიგის ვერსიითაც. 21 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ჩემპიონატში 11 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რითიც თავის გუნდს ისტორიაში პირველად გაჩემპიონებაში დაეხმარა.