ბუნდესლიგაში სეზონის განახლების წინ, კორონავირუსით დაინფიცირების ათი შემთხვევა გამოვლინდა
ბუნდესლიგაში სეზონის განახლების წინ, კორონავირუსით დაინფიცირების ათი შემთხვევა გამოვლინდა

პირველ და მეორე ბუნდესლიგაში კლუბების კორონავირუსზე ტესტირების პირველი ტალღა დასრულდა.

გერმანიის საფეხბურთო ლიგამ გამოაცხადა, რომ ჯამში 1724 ტესტი ჩატარდა და გამოვლინდა ვირუსით დაინფიცირების ათი შემთხვევა.

ამ კვირას საფეხბურთო ლიგა ტესტების მეორე ტალღას დაიწყებს. თუ ახალი დადებითი შედეგები არ იქნება, გუნდებს შეეძლებათ გუნდური ვარჯიშების დაწყება. ამის შემდეგ, გეგმის მიხედვით, ფეხბურთელები კვირაში ორ-ორჯერ შემოწმდებიან.

გერმანიაში საფეხბურთო სეზონის განახლება 9 მაისს იგეგმება. ამისთვის ქვეყნის მთავრობის ნებართვაა საჭიროა.