ბუნდესლიგა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე ჩაატარებს ტურს #1TVSPORT
ბუნდესლიგა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე ჩაატარებს ტურს #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგამ წარმოადგინა მომავალი სეზონის კალენდარი.

გერმანიის ჩემპიონატის მე-15 ტური დაგეგმილია 2022 წლის 11-13 ნოემბერს, შესაბამისად, გამოდის, რომ მატჩები გაიმართება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სტარტამდე ერთი კვირით ადრე.

მსოფლიო პირველობა, რომელიც მომავალი წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება, 21 ნოემბერს უნდა დაიწყოს.

ასევე გამოაქვეყნა კალენდრის პროექტი ფრანგულმა ლიგა 1-მა, რომელშიც ასევე არის დაგეგმილი თამაშები 12-13 ნოემბერს.