ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 300 ბულგარული ლევით დააჯარიმეს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოიკო ბორისოვი ეკლესიაში პირბადის გარეშე მივიდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა კირილ ანანიევმა „როიტერს“ წერილობით აცნობა, ყველა, ვინც რილას მონასტერში პირბადის გარეშე იმყოფებოდა, პრემიერ მინისტრივით დაჯარიმდება.
პირბადეების ტარება ბულგარეთში ისევ მას შემდეგ გახდა სავალდებულო, რაც ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვმა მოიმატა. ბულგარეთში „კოვიდ-19“-ის 3 984 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 207 პირი გარდაიცვალა.