ბულგარელთა ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი - მიხარია, რომ საქართველო დამაჯერებლად დავამარცხეთ #1TVSPORT
ბულგარელთა ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი - მიხარია, რომ საქართველო დამაჯერებლად დავამარცხეთ #1TVSPORT

ბულგარელმა ნახევარმცველმა ტოდორ ნედელევმა საქართველოსთან ამხანაგურ შეხვედრაში 4:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ გუნდის წარმატებულმა თამაშმა დააიმედა, რომ გულშემატკივრებს მალე უკეთესი შედეგებით გაახარებენ.

„იტალიასთან და ლიეტუვასთან წინა ორი წარმატებული თამაშის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველო დაგვემარცხებინა. მიხარია, რომ ამ თამაშის მოგებაც მოვახერხეთ. აშკარა იყო, რომ რამდენიმე ლიდერის გარეშეც ძალიან კარგად ვითამაშეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. მწვრთნელს შეუძლია, ყველა ფეხბურთელის იმედი ჰქონდეს“ – ამბობს ტოდორ ნედელევი.

პლოვდივის „ბოტევის“ ნახევარმცველი საქართველოსთან მატჩის გმირი იყო – ანგარიში ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა:

„გვაქვს მიზანი, რომლის განხორციელებაც ბულგარეთისთვის დიდი მოვლენა იქნება. ჩვენი მწვრთნელი პეტროვი ეყრდნობა ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომლებიც კარგად თამაშობენ. ჩვენ შესანიშნავი გუნდი ვართ”.