ბუკმეიკერთა ფავორიტი მანჩესტერ სიტია

21:02, 14.03.2019

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის დასრულების შემდეგ, ბუკმეიკერებმა ტურნირის მოგებაზე ახალი ფსონები გამოაქვეყნეს.

ჩემპიონობაზე მთავარი ფავორიტია მანჩესტერ სიტი – მისი შესაბამისი კოეფიციენტი 3.35-ს უტოლდება.

შემდეგ მოდის ბარსელონა, რომლის კოეფიციენტი 4.0-ს შეადგენს. ტოპ-ოთხეულში ასევე შედიან იუვენტუსი – 4.5 და ლივერპული – 5.0.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ასევე ითამაშებენ – ტოტენჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი, აიაქსი და პორტუ.

მეოთხედფინალის წილისყრა 15 მარტს, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.

მსგავსი