ბუენოს აირესის არეულობაში მარადონამ არგენტინის პრეზიდენტი დაადანაშაულა
ლეგენდარულმა არგენტინელმა, დიეგო მარადონამ, ქვეყნის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი ლიბერტადორესის თასის ფინალის წინ, ბუენოს აირესში მომხდარ არეულობაში დაადანაშაულა. განმეორებითი მატჩი ერთი დღით იმის გამო გადაიტანეს, რომ „რივერ პლეიტის“ ფანები თავს „ბოკა ხუნიორსის“ ავტობუსს დაესხნენ და ამ გუნდის ფეხბურთელები დაზიანდნენ.
„ჩემს ქვეყანაში საქმეები არც ისე კარგად მიდის, – განაცხადა Marca-სთან კომენტარში მარადონამ. – პრეზიდენტმა მოატყუა ხალხი, როცა განაცხადა, რომ ცხოვრებას შეცვლიდა. მაკრი ყველაფერს ცუდად აკეთებს. ყველგან ძარცვაა და თავდასხმა, მაგრამ ეს ის ცვლილებები არ არის, რასაც ხალხმა ხმა მისცა.
ვერ ვიტან ძალადობას და შეძრწუნებული ვუყურებდი ამ ამბებს. მაკრის ოდნავადაც არ უზრუნია ადამიანების უსაფრთხოებაზე. ამაზე პასუხი მთავრობამ უნდა აგოს.“