ათასობით ადამიანი გამოვიდა ბუდაპეშტის ქუჩებში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
დემონსტრანტები ორბანის ბოლო გამოსვლას აპროტესტებდნენ, სადაც პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა ევროკავშირის ლიდერები და ბრიუსელს უწოდა თანამედროვე „ცუდი პაროდია“, რომელიც, მისი თქმით, ჯერ კიდევ შეიძლება, გამოსწორდეს.
მომიტინგეებმა გამოხატეს შიში, რომ უნგრეთმა, შესაძლოა, დატოვოს ევროკავშირი ორბანის მმართველობის ქვეშ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის წევრობა საბჭოთა ოკუპაციას შეადარა. მისი თქმით, მოსკოვი ტრაგედია იყო, ბრიუსელი კი უბრალოდ თანამედროვე „ცუდი პაროდიაა“.