ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველი ბაგრატ ნინიაშვილი გამოვიდა (ვიდეო)

19:01, 23.10.2020

ბუდაპეშტში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ქართველებიდან ტატამზე პირველი, 66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი გამოვიდა.

ბაგრატმა პირველი ბრძოლა მოლდოველთა მსოფლიოს მესამე პრიზიორ დენის ვიერუს დამატებით დროში ვაზარით მოუგო:

https://youtu.be/w3fktv4aXH0

მერე შეხვადრში ქართველმა იმავე ანგარიშით, ოღონდ ძირითად დროშივე ყაზახ იელდოშ ჟუმაკანოვი დაამარცხა:

https://youtu.be/Y-AL5ujwgK4

მერვედფინალში ბაგრატ ნინიაშვილის მეტოქე აზერბაიჯანელთა მსოფლიოს პრიზიორი ორჰან საფაროვი იყო. შეხვედრა თანაბარი გამოდგა, თუმცა ბოლოს აზერბაიჯანელმა ჩვენიანი კონტრილეთზე დაიჭირა და ბაგრატიც ნაადრევად გამოეთიშა შეჯიბრებას.

https://youtu.be/-6vn_RCpFMY

მსგავსი