ბუდაპეშტის გრანდ სლემზე პირველი ბაგრატ ნინიაშვილი გამოვიდა (ვიდეო)
19:01, 23.10.2020
ბუდაპეშტში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ქართველებიდან ტატამზე პირველი, 66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი გამოვიდა.
ბაგრატმა პირველი ბრძოლა მოლდოველთა მსოფლიოს მესამე პრიზიორ დენის ვიერუს დამატებით დროში ვაზარით მოუგო:
მერე შეხვადრში ქართველმა იმავე ანგარიშით, ოღონდ ძირითად დროშივე ყაზახ იელდოშ ჟუმაკანოვი დაამარცხა:
მერვედფინალში ბაგრატ ნინიაშვილის მეტოქე აზერბაიჯანელთა მსოფლიოს პრიზიორი ორჰან საფაროვი იყო. შეხვედრა თანაბარი გამოდგა, თუმცა ბოლოს აზერბაიჯანელმა ჩვენიანი კონტრილეთზე დაიჭირა და ბაგრატიც ნაადრევად გამოეთიშა შეჯიბრებას.