ბრიტანეთში სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე ყოველთვიური გადასახადები დროებით შეჩერდება
ბრიტანეთში სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე ყოველთვიური გადასახადები დროებით შეჩერდება

გაერთიანებულ სამეფოში სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე ყოველთვიური გადასახადები დროებით შეჩერდება.

გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ინსტიტუტების მარეგულირებელმა სამსახურმა მოუწოდა ბანკებს, მინიმუმ სამი თვით შეაჩერონ სესხების, ოვერდრაფტისა და საკრედიტო ბარათების გადასახადები.

როგორც მარეგულირებელ სამსახურში აცხადებენ, კორონავირუსის კრიზისმა „უპრეცედენტო ფინანსური შოკი“ გამოიწვია.

„ყველა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ მომდევნო 90 დღის განმავლობაში მომხმარებლების მდგომაროება არ გაუარესდეს და მათ ზედმეტის გადახადა არ მოუწიოთ“, – ნათქვამია მარეგულირებელი სამსახურის განცხადებაში.

მარეგულირებელი ორგანოები მოუწოდებენ ბანკებს, სესხებსა და სხვა პროდუქტებზე გასადახადების დროებით შეჩერების გეგმა 6 აპრილისთვის წარადგინონ, რათა შესაბამისი ზომები 9 აპრილიდან ამოქმედდეს.