ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 1 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 128 ადამიანი
ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის შედეგად 128 ადამიანი გარდაიცვალა. ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი სულ 42 589-მდე გაიზარდა.
ბრიტანეთის ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში 230 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა და კორონავირუსის 1 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთში კორონავირუსი 303 110 ადამიანს დაუდასტურდა.
„გარდიანი“ წერს, რომ მთავრობის მონაცემები არ მოიცავს „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ყველა შემთხვევას და სავარაუდოდ ეს რიცხვი 53 000-ს აჭარბებს.