ბრიტანეთში ხორვატიიდან, ავსტრიიდან და ტრინიდადი და ტობაგოდან მიმავალ ტურისტებს კარანტინის გავლა მოუწევთ
დიდ ბრიტანეთში ხორვატიიდან, ავსტრიიდან და ტრინიდადი და ტობაგოდან მიმავალ ტურისტებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ინფორმაცის „ბიბისი“ ავრცელებს.
ამასთანავე, 14-დღიანი კარანტინის ვალდებულება მოიხსნა პორტუგალიიდან მომავალ მგზავრებზე.
პორტუგალია დიდ ბრიტანეთში მაღალი რისკის ქვეყნების სიაში იყო შეყვანილი, თუმცა ახალი შემთხვევების კლების ფონზე, ქვეყანა ახლა უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდა.
დიდ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 324,190 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 41,000-ზე მეტი ადამიანი.