გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 360 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გარდაცვლილთაგან 329 ინგლისში, 13 – შოტლანდიაში, რვა – უელსში, 10 კი – ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიღუპა.
ქვეყნის მასშტაბით ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 21 000-ს აღემატება. ინფიცირებულია 153 000-მდე ადამიანი.