ბრიტანეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 4 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ინფიცირებული
ბრიტანეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 4 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ინფიცირებული

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საფრთხის დონე მესამიდან მეოთხემდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დაავადების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია.

ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გარდაიცვალა 11 ინფიცირებული.

დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 398 625 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 41 788-ს შეადგენს.