ბრიტანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა. ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 42 632-მდე გაიზარდა.
ბრიტანეთის ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 304,331-მდე გაიზარდა.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ზე ტესტირება უკვე 7,890,145 ადამიანს ჩაუტარდა.