ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 744 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად ბოლო 24 საათში რვა პაციენტი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში ვირუსს სულ 46 209 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში გამოვლინდა ინფიცირების 744 ახალი შემთხვევა. დიდ ბრიტანეთში ეპიდემიის პერიოდში სულ 304 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.