ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრექსიტის გამო, თანამდებობა დატოვა
ბრექსიტისა და პროექტ გალილეოს გამო, ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და მეცნიერების მინისტრმა, სემ გიიმამ თანამდებობა დატოვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბრექსიტის შემდეგ, ბრიტანეთი ევროკავშირის პროექტ გალილეოში მონაწილეობას აღარ მიიღებს, სემ გიიმამ კი, ტერეზა მეის „წარმოუდგენლად გულუბრყვილო“ უწოდა.
გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემის განვითარებისთვის, ბრიტანეთს 10 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტში დარჩენა სურდა, თუმცა ევროკავშირში განაცხადეს, რომ ქვეყანას სისტემის დაშიფრულ და უფრო უსაფრთხო ფუნქციებზე წვდომა დაებლოკება, რაც სამთავრობო სტრუქტურების მიერ გამოყენებისთვისაა შექმნილი.
გიიმა მეათე მინისტრია, რომელიც ივლისში ტერეზა მეის მიერ ე.წ. ჩეკერსის გეგმის გამოცხადების შემდეგ ბრიტანეთის მთავრობას ტოვებს.
პროექტი გალილეო 2003 წელს შეთანხმდა და მისი ამუშავება 2020 წელს იგეგმება. ნავიგაციის სატელიტური სისტემა ევროპაში GPS-ის გაუმჯობესებას და აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის სატელიტებზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.