ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტია ლიდერობს
გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კონსერვატიული პარტია ლიდერობს, რომლის სათავეშიც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონია.
ამ დროისათვის მათ სულ მცირე 188 ადგილი აქვთ უკვე მოპოვებული. 125 ადგილი აქვს ლეიბორისტულ პარტიას. საერთო ჯამში, პროგნოზირებენ, რომ 650-მანდატიან თემთა პალატაში კონსერვატორები 365 ადგილის აღებას შეძლებენ, შოტლანდიის ეროვნული პარტია კი 52 მანდატს დასჯერდება. ლიბერალ-დემოკრატიული პარტია ცამეტ, უელსის სოციალ-დემოკრატიული პარტია ოთხ, ხოლო მწვანეები ერთ მანდატს მიიღებენ.
საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტიის უმრავლესობით გამარჯვება 2020 წლის 31 იანვრისთვის ბრექსიტის ფორმალურად, 2020 წლის მიწურულისთვის კი, გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ, ევროკავშირის უკვე სრულად დატოვებას ნიშნავს.