ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ბრიტანეთი ჯულიან ასანჟს არ გადასცემს ისეთ ქვეყანას, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს
ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ბრიტანეთი ჯულიან ასანჟს არ გადასცემს ისეთ ქვეყანას, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს

ბრიტანეთი „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს არც ერთ ისეთ ქვეყანას არ გადასცემს, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს, – ეს განცხადება , ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალან დანკანმა ეკვადორელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯულიან ასანჟის ექსტრადიციასთან დაკავშირებით პროცესი 2020 წლის 25 თებერვალს გაიმართება.

47 წლის ასანჟი ლონდონთან ახლოს, ბელმარშის ციხეში იმყოფება.

ჯულიან ასანჟს 18 ეპიზოდში აქვს ბრალი წაყენებული. მათ შორის, ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევისთვის. კერძოდ, კომპიუტერში შეღწევის მიზნით, შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. აშშ-მა გაერთიანებულ სამეფოს ასანჟის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით გასული წლის დეკემბერში მიმართა.

ამერიკულმა ტელეკომპანიამ „სიენენი“ მის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯულიან ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოდან პირადად ხელმძღვანელობდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვებგვერდ „ვიკილიქსზე“ მასალების გამოქვეყნებას.