ბრიტანეთის პრემიერი ბრექსიტის საკითხზე ბიზნესთან კონსულტაციებს იწყებს
ბრიტანეთის პრემიერი ბრექსიტის საკითხზე ბიზნესთან კონსულტაციებს იწყებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ხუთი ახალი ბიზნეს-საბჭო შექმნა, რომელიც პრემიერს დაეხმარება, განსაზღვროს ქვეყანაში საუკეთესო ბიზნეს-გარემოს შექმნა ევროკავშირიდან გასვლის, ე.წ. ბრექსიტის შემდეგ.

თითოეული საბჭო ქვეყნის წამყვანი ეკონომიკური სექტორებისა და მსხვილი ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და წელიწადში სამჯერ შეიკრიბება – ორჯერ ტერეზა მეის შეხვდება, ერთხელ კი, მინისტრთა კაბინეტის წევრს. შეხვედრებზე ბიზნეს-საბჭოს წევრები ბიზნესთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე რეკომენდაციებს წარადგენენ.

პრემიერის ინიციატივამდე რამდენიმე დღით ადრე 70-ზე მეტმა ბიზნესმა ბრიტანულ გამომცემლობა Sunday Times-ში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ე.წ. ბრექსიტის საკითხზე ხუთშაბათისთვის სახალხო კენჭისყრა მოითხოვა. აღნიშნული ჯგუფი შიშობს, რომ ბრექსიტს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმის მიყენება შეუძლია. თუმცა, როგორც BBC-ს სანდო წყარომ განუცხადა, პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მკაფიოდ მიანიშნა, რომ ახალი რეფერენდუმი არ იქნება.

ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება 2016 წლის შემდეგ, როდესაც ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების, ე.წ. ბრექსიტის გადაწყვეტილებას რეფერენდუმის გზით მხარი დაუჭირა. ბიზნესის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ფინანსური სექტორი, უკმაყოფილო იყო გადაწყვეტილებით და თვლიდა, რომ მთავრობას ბიზნესის ხმას არ ესმოდა.