ბრიტანეთის პოლიციამ ჯულიან ასანჟს ბრალი წაუყენა

17:50, 11.04.2019

ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს ბრიტანეთის პოლიციამ კომპიუტერულ პროგრამაში შეღწევის მიზნით, ჩელსი მენინგთან ერთად შეთქმულებისთვის ბრალი წაუყენა.

ბრიტანეთის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ჯულიან ასანჟი დაეთანხმა ჩელსი მენინგს, რომ დაეხმარებოდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კომპიუტერის პაროლის გატეხვაში. ბრალდების დასკვნით, სწორედ აღნიშნულ კომპიუტერში ინახებოდა საიდუმლო დოკუმენტები.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს აშშ-ში ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბრიტანეთის პოლიციამ ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დღეს დააკავა. ეკვადორმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს თავშესაფარი ჩამოართვა.

ჯულიან ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

მსგავსი