ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი - ზომების ამოქმედების გარეშე, ბრიტანეთში ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 50 000-ს შეადგენდეს
ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი - ზომების ამოქმედების გარეშე, ბრიტანეთში ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 50 000-ს შეადგენდეს

ზომების ამოქმედების გარეშე, დიდ ბრიტანეთში ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 50 000-ს შეადგენდეს, – როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, სერ პატრიკ ველენსმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ერთი თვის შემდგომ პერიოდში სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი 200-ს გადააჭარბებს.

„საჭიროა სიჩქარე, საჭიროა მოქმედება და საჭიროა საკმარისი უნარი ამის შესაკავებლად“, – განაცხადა პატრიკ ველენსმა.

აღსანიშნავია, რომ სამშაბათს დილით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საგანგებო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრას გამართავს, რომლის შემდეგაც განცხადებას გააკეთებს.

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 368 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ინფიცირებული.