ბრიტანეთის ჯანდაცვის უმცროსი მინისტრის ინფორმაციით, ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია
ბრიტანეთის ჯანდაცვის უმცროსი მინისტრის ინფორმაციით, ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჯანდაცვის უმცროსმა მინისტრმა, ედვარდ არგარმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერი კარგ განწყობაზეა, მას ჟანგბადის თერაპია ჩაუტარდა, თუმცა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა არ დასჭირვებია.

ბორის ჯონსონი, კორონავირუსის სიმპტომების გაუარესების გამო, საავადმყოფოში 5 აპრილს გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მომდევნო დღეს დამძიმდა, რის გამოც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.