ბრიტანეთის ელჩი თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
ბრიტანეთის ელჩი თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„შეძრული ვარ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დატრიალებული ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს“, – წელს დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა რვა. გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. ექვსი მცირეწლოვანიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.