ბრიტანეთის დაზვერვა – ჯარის გაზრდის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადება გრძელვადიანი მოქმედებისთვის მზადებაზე მეტყველებს
პუტინის განცხადება ჯარის გაზრდის შესახებ გრძელვადიანი მოქმედებისთვის მზადებაზე მეტყველებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ მოხსენებაში.
ანგარიშის მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ იპოვის რუსეთი ახალწვეულებს ჯარის 1.5 მილიონამდე გასაზრდელად იმ დროს, როდესაც მისი ძალები უკრაინაში უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ არიან.
„როდის მიაღწევს ამ დონეს, უცნობია. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განმარტა, რომ გაფართოება მოიცავს სულ მცირე ორ ბრიგადას ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში, რომელიც გაიზრდება დივიზიის რიცხოვნობამდე. მან ისაუბრა ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის შესვლის სავარაუდო საფრთხეზე“, – აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის მოხსენებაში.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა მილიონ-ნახევარ ჯარისკაცამდე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინიციატივით გამოვიდა, მოქალაქეთა გაწვევის ასაკი ეტაპობრივად – 18-დან 21 წლამდე, მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი კი 30 წლამდე გაიზარდოს.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 23 December 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/3hTCDMM4Xq
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/C7wHk3WLS3
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) December 23, 2022