ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან და ირლანდიიდან ნორვეგიაში ჩასული ადამიანები ვალდებულნი იქნებიან, კარანტინი გაიარონ
ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან და ირლანდიიდან ნორვეგიაში ჩასული ადამიანები ვალდებულები იქნებიან, 10-დღიანი კარანტინი გაიარონ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიზეზი ამ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდაა.
აღნიშნული შეზღუდვა დაწესდება ნორვეგიაში კოპენჰაგენიდან ჩასული მგზავრებისთვისაც.