ბრიტანელი პროფესორი ჯონ ბელი - ცხოვრება ჩვეულ რიტმს გაზაფხულისთვის უნდა დაუბრუნდეს
ბრიტანელი პროფესორი ჯონ ბელი - ცხოვრება ჩვეულ რიტმს გაზაფხულისთვის უნდა დაუბრუნდეს

ცხოვრება ჩვეულ რიტმს გაზაფხულისთვის უნდა დაუბრუნდეს, – ამის შესახებ ბრიტანელი პროფესორი ჯონ ბელი აცხადებს. ჯონ ბელი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ვაქცინის სამუშაო ჯგუფის წევრიც არის.

ბელის თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადება შესანიშნავი სიახლეა.

შეგახსენებთ, ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა „კოვიდ-19“-ის ინფექციის პრევენციაში.

პირველადი შედეგების მიხედვით, პაციენტების დაცულობა ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან 28 დღის შემდეგ, მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაში მიიღწა.

კომპანიების განცხადებით, 2020 წელს ისინი ვაქცინის 50 მილიონი დოზის დამზადებას შეძლებენ, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელს 1,3 მილიარდამდე გაზრდიან.