ბრიტანელი დეპუტატები „ნიუკასლის“ გაყიდვის წინააღმდეგ გამოდიან
ბრიტანელი დეპუტატები „ნიუკასლის“ გაყიდვის წინააღმდეგ გამოდიან

16 ბრიტანელი დეპუტატი ქვეყნის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს მიმართავს თხოვნით, გამოიყენოს ყველა სახის ბერკეტი, რათა საფეხბურთო კლუბი „ნიუკასლ იუნაიტედი“ საუდის არაბეთის ინვესტორებმა არ იყიდონ. წყაროს ინფორმაციით, დეპუტატები მოითხოვენ, შეწყდეს დიდი ბრიტანეთის გამოყენება სპორტის საშუალებით რეპუტაციის გათეთრებისთვის.

რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციამ დაამტკიცა კავშირი საუდის არაბეთის სახელმწიფო სტრუქტურებსა და სერვის beoutQ-ს შორის, რომელიც ევროპული საფეხბურთო მატჩების ტრანსლაციებს იპარავს. ამის გამო, შეთანხმება „ნიუკასლის“ გაყიდვასთან დაკავშირებით ჩაშლის პირას არის.

გარდა ამისა, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მოჰამედ ბინ სალმანი ეჭვმიტანილია ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის შეკვეთაში.