ბრეტ კავანოს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის მოწინააღმდეგე 160 დემონსტრანტი დააკავეს
ბრეტ კავანოს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის მოწინააღმდეგე 160 დემონსტრანტი დააკავეს

ვაშინგტონში პოლიციამ დააკავა 160 დემონსტრანტი, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ბრეტ კავანოს დამტკიცებას აპროტესტებდნენ. აქტივისტების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში აიყვანეს, სადაც კავანოს მოსამართლედ დამტკიცებისთვის კენჭისყრა იმართებოდა. დემონსტრანტების ქცევის გამო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იძულებული გახდა, კენჭისყრის პროცედურა რამდენჯერმე შეეჩერებინა და დაცვას აქტივისტების დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები გაათავისუფლეს.

ბრეტ კავანო, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, აშშ-ის სენატმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გუშინ საღამოს დაამტკიცა. მან ფიცი უკვე დადო და მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც მის დანიშვნის ბრძანებას ხელს პრეზიდენტი მოაწერს. სენატის გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი უკვე მიესალმა.

ბრეტ კავანო კონსერვატორია, რომლის მოსამართლედ დანიშვნაც სასამართლოში ლიბერალთა ფრთის წარმომადგენელთა დასუსტებას ნიშნავს.