აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს ბრეტ კავანო, რომელიც სექსუალურ ძალადობაში იყო დადანაშაულებული
აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს ბრეტ კავანო, რომელიც სექსუალურ ძალადობაში იყო დადანაშაულებული

50 ხმით, 48-ის წინააღმდეგ, აშშ-ის სენატმა ბრეტ კავანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა. მას 36 წლის წინ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში ქრისტინ ბლეზი ფორდი ადანაშაულებდა. ფაქტს რამდენიმეკვირიანი ხმაურიანი დებატები და გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული მოკვლევა უძღოდა, რომელმაც ძალადობის კვალის მოძიება ვერ შეძლო. „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა ბრეტ კავანოს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

სენატის კენჭისყრის პარალელურად, კაპიტოლიუმის შენობასთან კავანოს წინაღმდეგ განწყობილი მოქალაქეები შეიკრიბნენ. კენჭისყრაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, დემოკრატი სენატორების ნაწილმა დარბაზი დატოვა.

სენატის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ბრეტ კავანოს დამტკიცებას სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.

„მივესალმები და ვულოცავ აშშ-ის სენატს დიდებული ნომინანტის, მოსამართლე ბრეტ კავანოს უზენაეს სასამართლოში დამტკიცებას. დღეს, მოგვიანებით, მე ხელს მოვაწერ მის დანიშვნას და ის ოფიციალურად დადებს ფიცს“, – წერს დონალდ ტრამპი Twitter -ში.