ბრაზილიურმა გამოცემამ ბათუმის „დინამოს“ მოთამაშე თავისუფალ აგენტად გამოაცხადა
ბრაზილიურმა გამოცემამ ბათუმის „დინამოს“ მოთამაშე თავისუფალ აგენტად გამოაცხადა

გლობო ესპორტემ“ თავისი არსებობის ისტორიაში, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული შეცდომა დაუშვა. პოპულარულმა ბრაზილიურმა გამოცემამ, შეადგინა იმ ბრაზილიელი ფეხბურთელების სია, რომლებითაც, შესაძლოა, ამ ზაფხულს ბრაზილიური კლუბები დაინტერესდნენ, რადგან თავისუფალი აგენტები არიან. სიაში კი რატომღაც ბათუმის „დინამოს“ მოთამაშე დაასახელა, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს.

სიაში, რომლის სათავეშიც „ბარსელონას“ ყოფილი მცველი დუგლას პერეირა დოს სანტოსია, ასევე მოხვდა აზერბაიჯანულ და ყაზახურ კლუბებში კარგად ნაცნობი რეინალდო (რეინალდო დოს სანტოს სილვა), რომელიც ბათუმის „დინამოში“ ზამთარში ჩაირიცხა.

„ფორვარდი რეინალდო 29 წლისაა. ის ერთ-ერთი იმ ბრაზილიელთაგანია, ვინც ქვეყანა ადრეულ ასაკში დატოვა და მთელი თავისი კარიერა საზღვარგარეთ გაატარა. მან ითამაშა ექვს ქვეყანაში: ბელგიაში, თურქეთში, შვეიცარიაში, სლოვაკეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში”, – წერს „გლობო ესპორტე“.

აღსანიშნავია, რომ რეინალდო სინამდვილეში 2019 წლის აგვისტოში 30 წლის გახდა, ბათუმის „დინამოსთან“კონტრაქტი კი თებერვალში გააფორმა, მაგრამ ეტყობა, ფეხბურთელის სამშობლოში, ამაზე ჯერ არაფერი იციან.

დატოვე კომენტარი