ბრაზილიის პრეზიდენტმა განათლების დაფინანსების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს „სასარგებლო იდიოტები“ და „იმბეცილები“ უწოდა
ბრაზილიის პრეზიდენტმა განათლების დაფინანსების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს „სასარგებლო იდიოტები“ და „იმბეცილები“ უწოდა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ განათლების დაფინანსების ნაწილობრივ შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს „სასარგებლო იდიოტები“ და „იმბეცილები“ უწოდა.

ბრაზილიის განათლების მინისტრმა, რთული საგადასახადო-საბიუჯეტო მდგომარეობის გამო, განათლების დისკრეციული ხარჯების მეოთხედი ნაწილის გაყინვის შესახებ განაცხადა.

ბრაზილიის სტუდენტთა კავშირის ორგანიზებით დაწყებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტები აცხადებენ, რომ განათლების დაფინანსების შემცირება მიუღებელია.

საპროტესტო აქციები ბრაზილიის 200-ზე მეტ ქალაქში გაიმართა, რაც ულტრამემარჯვენე ჟაირ ბოლსონაროს ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ მსგავსი პროტესტის პირველი შემთხვევაა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა აქციები პარტიულ სპექტაკლად მოიხსენია.

„ისინი სასარგებლო იდიოტები და იმბეცილები არიან, რომლებსაც ჭკვიანი პატარა უმცირესობები მანევრირებად მასად იყენებენ“, – განაცხადა ჟაირ ბოლსონარომ.