ბრაზილიის პრეზიდენტის შვილი უარყოფს, რომ მამამისს კორონავირუსი დაუდგინეს
ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს შვილი უარყოფს, რომ მამამისს კორონავირუსი დაუდგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქსი“ ავრცელებს.
მანამდე „ფოქსნიუსი“ ესაუბრა ბრაზილიის პრეზიდენტის შვილს და მან დაადასტურა, რომ მამამისს კორონავირუსი აქვს.
მოგვიანებით, ბრაზილიის პრეზიდენტმა და მისმა ვაჟმაც ეს ინფორმაცია უარყვეს.
გასულ კვირაში ბრაზილიის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ, ტესტი თავად ბრაზილიის პრეზიდენტმაც გაიკეთა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა 13 მარტს განაცხადა, რომ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაიკეთებს კორონავირუსის ტესტს, თუმცა ტრამპის თქმით, ამის მიზეზი ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანთან თეთრ სახლში გამართული ვახშამი არ არის. ამერიკული მედია იუწყება, რომ დონალდ ტრამპს სავარაუდოდ კიდევ ერთ ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი, რომელიც თეთრ სახლში გამართულ ვახშამს ესწრებოდა. მისი ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.