ბრაზილიის პრეზიდენტი უარყოფს ინფორმაციას, რომ კორონავირუსი დაუდგინდა
ბრაზილიის პრეზიდენტი უარყოფს ინფორმაციას, რომ კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ბრაზილიის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, ახალ კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი უარყოფითია.

ბოლსონარუმ მედია ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა.

„ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა დღეს ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითია.