ბრაზილიის პრეზიდენტისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითია
ბრაზილიის პრეზიდენტისთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითია

ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუსთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითია. ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

„ფოქს ნიუსთან“ საუბარში, ბოლსონარუს შვილმა ედუარდომ განაცხადა, რომ დიაგნოზის დასადასტურებლად მეორე ტესტს უტარებენ, რომლის პასუხებიც პარასკევს, დღის მეორე ნახევარში იქნება.

ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ახალი ვირუსი მის პრესმდივანს დაუდასტურდა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი და მისი პრესმდივანი 7 მარტს ფლორიდაში აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრამპს შეხვდნენ.