ბრაზილიის პრეზიდენტი - მხარს ვუჭერ გუაიდოს და ვენესუელას ხალხის თავისუფლებას
ბრაზილიის პრეზიდენტი - მხარს ვუჭერ გუაიდოს და ვენესუელას ხალხის თავისუფლებას

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ვენესუელის დროებით პრეზიდენტ ხუან გუაიდოს უცხადებს მხარდაჭერას. განცხადება ბოლსონარომ „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა.

„ბრაზილია ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას ხელისუფლების დემოკრატიულ ცვლილებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხუან გუაიდოს და ვენესუელას ხალხის თავისუფლებას“, – წერს ბოსლონარო.

ხუან გუაიდოს მხარეს გადასულ სამხედროებსა და ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა.