ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკის პირველ შეხვედრაში კოსტა რიკა ვერ დაამარცხა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკის პირველ შეხვედრაში კოსტა რიკა ვერ დაამარცხა #1TVSPORT

კოპა ამერიკა 2024-ის გათამაშებაში ერთ-ერთ ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები ჩაერთო. დორივალ ჟუნიორის გაწვრთნილი გუნდი კოსტა რიკას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ბრაზილია მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან ერთად D ჯგუფში კოლუმბია და პარაგვაიც თამაშობენ. მათ შეხვედრაში კოლუმბიელებმა 2:1 გაიმარჯვეს.

2024 წლის კოპა ამერიკის გათამაშებას აშშ მასპინძლობს. 2021 წელს ჩემპიონატი ბრაზილიაში ჩატარდა და არგენტინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.