ბრაზილიის ნაკრები ფიფა-ს რეიტინგის ახალი ლიდერი გახდა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრები ფიფა-ს რეიტინგის ახალი ლიდერი გახდა #1TVSPORT

მორიგი სანაკრებო პაუზის შემდეგ, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

მსოფლიო ფეხბურთს ახალი ლიდერი ჰყავს – ბრაზილიის ნაკრებმა პირველ ადგილზე ჩაანაცვლა ბელგია, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული ინარჩუნებდა პირველობას.

ფიფა-ს რეიტინგის ტოპ-ათეული:

  1. ბრაზილია – 1832.69
  2. ბელგია – 1827
  3. საფრანგეთი – 1789.85
  4. არგენტინა – 1765.13
  5. ინგლისი – 1761.71
  6. იტალია – 1723.31
  7. ესპანეთი – 1709.19
  8. პორტუგალია – 1674.78
  9. მექსიკა – 1658.82
  10.  ნიდერლანდები – 1658.66