მორიგი სანაკრებო პაუზის შემდეგ, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
მსოფლიო ფეხბურთს ახალი ლიდერი ჰყავს – ბრაზილიის ნაკრებმა პირველ ადგილზე ჩაანაცვლა ბელგია, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული ინარჩუნებდა პირველობას.
ფიფა-ს რეიტინგის ტოპ-ათეული:
- ბრაზილია – 1832.69
- ბელგია – 1827
- საფრანგეთი – 1789.85
- არგენტინა – 1765.13
- ინგლისი – 1761.71
- იტალია – 1723.31
- ესპანეთი – 1709.19
- პორტუგალია – 1674.78
- მექსიკა – 1658.82
- ნიდერლანდები – 1658.66