ბრაზილიის მოულოდნელი ფრე პანამასთან
PORTO, PORTUGAL - MARCH 23: Jose Luis Rodriguez of Panama (R) in action Fagner Lemos of Brazil (L) during the International Friendly Match between Brazil and Panama at Estadio do Dragao on March 23, 2019 in Porto, Portugal. (Photo by Marcio Machado/Getty Images)
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ბრაზილიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მოულოდნელი ფრე ითამაშა პანამის ეროვნულ გუნდთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 76-ე ადგილზეა.
პენტაკამპეონების სასტარტოში ისეთი ფეხბურთელები ვიხილეთ, როგორებიც არიან ედერსონი, რობერტო ფირმინო და რიშარლისონი, ანგარიში კი მილანის ლუკას პაკეტამ გახსნა.
თუმცა ბრაზილიელთა სიხარული სულ რაღაც ოთხი წუთის განმავლობაში გაგრძელდა: პანამელმა მცველმა ადოლფო მაჩადომ პირველივე ტაიმში აღადგინა წონასწორობა.
ამის შემდეგ მოედანზე გაბრიელ ჟეზუსი და ფელიპე ანდერსონიც ვიხილეთ, ბრაზილიელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და ბურთი ორჯერ მოხვდა პანამელთა კარის ძელს, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.